კონტაქტი
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать



ქისი კლასიკური

admin 27-04-2018, 08:23 245 ქისი კლასიკური

ქისი კლასიკური


ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ისიც ადგილობრივ, კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერთა აზრით. ქისს შუალედური ადგილი უჭირავს მწვანესა და რქაწითელს შორის, ზოგიერთი მას ამ ორი ჯიშის ბუნებრივ ჰიბრიდად მიიჩნევს. საშუალო პერიოდისაა. შედარებით მცირემოსავლიანი. მისგან დგება კლასიკური (ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები.


მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს. მოსავლიანიბა 55-80ც/ჰა. მდგრადობა სოკოვანი დაავადებების მიმართ, შედარებით სუსტია.

ზოგიერთ სოფლებში მას შეცდომით ეძახიან წობენურას (სოფ. ქისტაური) და დამპალას (სოფ. ხოდაშენი).

საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები. ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ჯიში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში გვხვდება, ასევე სოფლებში არგოხი და ბაბანეური. კახურად, ქვევრში დაყენებული ქისი ხასიათდება მწიფე მსხლის, იმერული ზაფრანის, თამბაქოსა და ნიგვზის სურნელებით.

ასევე წარმოგიდგენთ!!!

ღვინის ისტორია

“არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც საქართველოში. ისევე, როგორც

27.04.18 ღვინის ისტორია